воскресенье, 10 сентября 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე    

ტრენინგის მეცხრე დღე     საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ტრენინგის თითოეული დღე.ვისწავლე ელექტრონული წიგნის გამოყენება,რომელიც გამომადგება. განვიხილეთ მოდულები და აქტივობები.გავეცანით შეფასების სახეებს, ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება,ჩვენი პროექტისთვის შევქმენით პრეზენტაციები, ბროშურები.გავეცანით საავტორო უფლებებს და როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი ჩვენს პროექტში კვლევის კოლაბორაციისა და კომუნიკაციისთვის.
ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ჩართვა,შეფასების პროცესში.გავეცანით შეფასების გეგმებს, სქემებს, ჩეკლისტებს.
განვიხილეთ პრეზენტაცია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.
ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის ტრენინგებით, განსაკუთრებით მომეწონა შეფასებები. რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ. დარწმუნებული ვარ, რომ ინტელის გამოყენება უფრო ეფექტურს გახდის სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.
 დიდი მადლობა, თქვენ დიანა, ძალიან ნიჭიერი და ენერგიული ხართ. ეს დღეები ჩემთვის იყო ძალიან ბევრის მომცემი და  შემოქმედებითად დატვირთული.
ტრენინგის მერვე დღე-დღეს ტრენერი გვესაუბრა  როგორია ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს.აღქმის სტილი და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის  კონცეფცია.
ტრენინგის მეშვიდე დღე  _დღევანდელი დღე იყო დატვირთული და ნაყოფიერი.გავეცანით ფორმებს რომლებიც გამოგვადგება პროექტისთვის.ვისაუბრეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე.
ტრენინგის მეექვსე დღე


ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება და გავუგზავნეთ ერთმანეთს. ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე,ასევე მოსწავლის ნაშრომის ნიმუშის შექმნაზე. ტრენერი გვესაუბრა უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებზე.რა მალე გაირბინა ოთხმა  საათმა,მადლობა დღევანდელი დღისთვის ჩვენს ტრენერს.
ტრენინგის მეხუთე  დღე


გავეცანით ერთმანეთის  პროექტებს, მივიღეთ მითითებები ტრენენისაგან, რომელსაც  აუცილებლად გამოვიყენებ.
ტრენინგის მეოთხე დღე


ძალიან საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული დღე იყო.ვისწავლეთ ბლოგზე სურათების ჩასმა და ფონის დაყენება.
ვისაუბრეთ რისთვის ვიყენებთ შეფასებას,  განვიხილეთ  შეფასების მეთოდები.

მოსწავლეთა წინარე ცოდნის და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები გამოვიყენოთ ახსნამდე.  წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა დათანამშრომლობის უნარის შესაფასებელი  სტრატეგიები. პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიებში გამოვიყენებთ არაფორმალურ დაკვირვებას ან დღიურს. სტრატეგიები გეგმის შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისთვის  გამოვიყენებთ წერილობით ჟურნალებს. გეგმისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიებში-პროდუქტს.